|
2020-10-18 15:10:14, 5609 ნახვა
ირაკლი ხახუბია - მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს
„მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ განაცხადა. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ხობელებო, მოწვეულო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავნჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანს კახი კალაძეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს ნდობისთვის. ვიყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. დღეს მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე გუნდს, რომელმაც შეძლო და ხობში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა. ბევრ სოფელში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა მუნიციპალიტეტის არაერთი დასახლება, ჩვენს ბევრ მოქალაქეს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები, სოფელში გაკეთდა ხიდები და ამბულატორიები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა. ხობს უკვე აქვს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად თითოეულ სოფელში ხორციელდება ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები. აღსანიშნავია, რომ ხობელები აქტიურად სარგებლობენ სოფლის პროგრამებით , რაც აისახება მუნიციპალიტეტში აღნიშნული სფეროს განვითარებაზე. მიუხედავად დიდი პროგრესისა, ხობელები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გაზიფიცირება და წყალმომარაგება. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ორი მთავარი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. მნიშვნელოვანია დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კარგ შედეგს მოგვიტანს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რითაც საგრძნობლად გაიზრდება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი გუნდი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , - განაცხადა ირაკლი ხახუბია.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)