|
2020-10-17 14:31:17, 6067 ნახვა
კულტურა
ლასკალამ ახლებური აიდა დადგა სადაც მთავარი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილია
ოპერის თეატრმა ლასკალამ ჯუზეპე ვერდის აიდა დაიდგა, რომელიც საზოგადოებისთვის მანამდე არ იყო ცნობილი. "აიდა" გენიალურმა კომპოზიტორმა, მის პრემიერამდე 1871 წელს სამი დღით ადრე შეცვალა. აიდას შექმნის ისტორია 1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით ეგვიპტის მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და ჯუზეპე ვერდის საზეიმო ოდის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორმა უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეკვეთით ნაწარმოების შექმნას შეჩვეული არ იყო. 1870 წელს მარტში საბოლოოდ ვერდი მაინც დაეთანხმა ეგვიპტის მთავრობას და ეგვიპტურ სიუჟეტებზე ოპერის შექმნას დაპირდა. კომპოზიტორის ახლო მეგობარმა — კამილ დიუ ლოკმა (მათ იმ პერიოდისთვის მუშაობა ოპერაზე „დონ კარლოსი“ დამთავრებული ჰქონდათ) ვერდის გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის — აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი. ვერდიმ და მისმა მეუღლემ ტექსტი ცალკეულ სცენებად, ნომრებად და რეჩიტატივებად დაყვეს, რის შემდეგაც ანტონიო გისლანცონიმ ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული იუმორით, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს შედგა კაიროს ოპერის თეატრში. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანტონიეტა პოზონი — აიდა. პიეტრო მონჯინი — რადამესი. ელეონორა გროსი — ამნერისი. ფრანჩესკო შტელერი — ამონასრო. პაოლო მედინი — რამფისი. ტომასო კოსტა — მეფე. დირიჟორი — ჯოვანი ბოტესინი). წარმოდგენას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის პრემიერას არ დასწრებია. ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა. 1871 წლის სექტემბერში კომპოზიტორმა გადაწყვიტა „აიდას“ დადგმა ლა სკალაში. კომპოზიტორმა თავადვე მიიღო მონაწილეობა მთავარი როლის შემსრულებლების, ორკესტრისა და გუნდის მომზადებაში. იგი იმდენად იყო დაინტერესებული ევროპული პრემიერის წარმატებით, რომ თავად აირჩია მხატვრულად გამფორმებელიც. საოპერო პრელუდიის მაგივრად, ვერდიმ შექმნა უვერტიურა პოპურის სტილში, თუმცა, საბოლოოდ, უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგან საკუთარი მუსიკა უღიმღამოდ და მოსაწყენად მოეჩვენა.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)