12:55 - 04 Aug, 2026
|
2020-10-16 17:44:37, 623 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა
„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დაევალათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავალებებთან გამკლავება: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი (სისტემაში შეღწევის ტესტირება) და ღია წყაროების ანალიზი (open source intelligence).
ჰაკათონის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ალექსი ქისტაური, ნიკა ღონღაძე და მარიამ სპანდერაშვილი, როგორც გამარჯვებულებს. ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ „თეგეტა მოტორსა“ და მის შვილობილ კომპანიებში, ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
„ჰაკათონის მიზანი გახლდათ, ხელი შეუწყოთ „თეგეტას“ ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები, სწორედ ამიტომ ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.
ჰაკათონის ორგანიზებას „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დაევალათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავალებებთან გამკლავება: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი (სისტემაში შეღწევის ტესტირება) და ღია წყაროების ანალიზი (open source intelligence).
ჰაკათონის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ალექსი ქისტაური, ნიკა ღონღაძე და მარიამ სპანდერაშვილი, როგორც გამარჯვებულებს. ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ „თეგეტა მოტორსა“ და მის შვილობილ კომპანიებში, ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
„ჰაკათონის მიზანი გახლდათ, ხელი შეუწყოთ „თეგეტას“ ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები, სწორედ ამიტომ ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.
ჰაკათონის ორგანიზებას „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)