23:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 23:18:30, 754 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში კოვიდ-19 გავრცელების გამო კომენდანტის საათი დაწესდა

საფრანგეთში კოვიდ-19 გავრცელების გამო კომენდანტის საათი დაწესდა.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა.

კომენდანტის საათი პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებს შეეხება და ძალაში 17 ოქტომბერს შევა.

ყოველდღიურად საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გაგრძელდება. კომენდანტის საათი ძალაში 4 კვირის განმავლობაში დარჩება.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოქალაქეები 135 ევროთი დაჯარიმდებიან. გადაუდებელ შემთხვევებში ქალაქში გადაადგილება ნებადართული იქნება.

შეზღუდვები არ დაწესებულა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics