23:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 17:02:25, 1252 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პოლიტიკურ რეფორმებს, მათ შორის მეფის უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს, მათი თქმით, ტაილანდის გარეთ ატარებს. აქციის მონაწილეები ასევე პრემიერ-მინისტრ ჩან-ოჩას გადადგომასა და ახალი კონსტიტუციის მიღებას მოითხოვენ.

დედაქალაქში მონარქისტების საპასუხო აქციაც გაიმართა. ისინი აქციაზე ყვითელი მაისურებით იყვნენ მისულები. აქციაზე როიალისტებსა და დემოკრატიის მომხრეთა შორის დაპირისპირებაც მოხდა.

როგორც Aljazeera წერს, აქციაზე ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.

მედია იუწყება, რომ დედაქალაქში შაბათ-კვირას ჩატარებული საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო წლების განმავლობაში. ხელისუფლების განცხადებით, შაბათს აქციაზე 18 000 ადამიანი იყო, თუმცა სხვები უფრო მაღალ მაჩვენებლებს ასახელებენ. მომიტინგეების მოწოდებები სამეფო რეფორმის შესახებ განსაკუთრებით აქტიურია ტაილანდში, სადაც მონარქიის კრიტიკა ისჯება ხანგრძლივი პატიმრობით.

ტაილანდი პოლიტიკური არეულობისა და პროტესტის გრძელი ისტორია აქვს, მაგრამ ახალი ტალღა თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც სასამართლომ ახალი დემოკრატიულ-ოპოზიციური პარტია დაითხოვა.


 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics