00:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 09:36:34, 569 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ში გადამზადდებიან

20 სექტემბერს,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 14 თანამშრომელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების ბიუროს (INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით  ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარდაჭერისათვის და თანამშრომლებს სასწავლო კურისის წარმატებით გავლა უსურვა.

„ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩო უკვე ერთი წელია ეხმარება სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. სასწავლო კურსს, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები ვისკონსინის შტატში გაივლიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასჯელაღსრულების სისტემაში უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ტრენინგის ფარგლებში  სამინისტროს თანამშრომლები სამი კვირის განმავლობაში  ვისკონსინის შტატის ქალაქ ოშკოშსა და მედისონში შეხვედრას გამართავენ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და დაათვალიერებენ  შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.  ადგილზე გაეცნობიან ციხის მართვის თანამედროვე პრაქტიკას და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics