|
2020-10-13 14:48:38, 574 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო
დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. მიმდინარე სამუშაოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ - მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი პარკი გამოგვივა. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება. საველე სამუშაოებზე ექპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პროექტირების პროცესში.
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)