|
2020-10-09 13:32:59, 891 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში დღეს 250 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული
აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდგომ რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა. „ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს, და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში მოხუცთა სახლის და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირება. აჭარაში მუდმივად არის მობილიზებული საწოლფონდი და თავისუფალი საწოლების რაოდენობა 100 შეადგენს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)