00:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 16:35:32, 549 ნახვა

საზოგადოება
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერის"   ლაბორატორიის თანამშრომლებმა  მდინარე არაგვიდან, წყლის სინჯები აიღეს.

წყლის სინჯების  აღების პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი  თამარ ბაგრატია და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძეც ესწრებოდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ, ქიმიურ და  მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"ლაბორატორიის თანამშრომლები კი  ნედლი  წყლის ხარისხს შეისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ „სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა“ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წლის 18 სექტემბერს დაარსა. რაც მიზნად ისახავს  წყლის რესურსების დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას  და მათი ჩართულობის გაზრდას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics