|
2020-10-08 16:13:25, 576 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველო გაუწიოს მხარდაჭერა და ბაზარზე გამოჩენისთანავე, ქვეყანას ჰქონდეს წვდომა კოვიდ19-ის ვაქცინაზე
მსოფლიო ბანკი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანას მალევე ჰქონდეს წვდომა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება, - ამის შესახებ ითქვა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტ ანა ბიერდეს შორის გამართული შეხვედრისას. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგა და მასზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფს მიუძღვის COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ შეიძინა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ამ პროცესში. საუბარი შეეხო, მსოფლიო ბანკის დახმარებას ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმების გაგრძელების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 100 მლნ აშშ დოლარს, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს რეფორმებზე, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საუბარია მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივაზე „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. მსოფლიო ბანკმა ასევე გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროცესში - მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია იქნება ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანას გაუწევს დახმარებას აღნიშნული რეფორმის ეფექტიანად განხორციელების პროცესში. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა შეძლებს სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევები და გააგრძელოს დაწყებული რეფორმები.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)