|
2020-10-07 15:57:26, 525 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად, სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გახსნა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებიც გაკეთდება. ასევე, იგეგმება საბავშვო ბაღის მშენებლობა. „ეს იყო ჩვენი დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ იყო სპორტული დარბაზი, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვუწოდო მას სპორტული დარბაზი, ალბათ ნახეთ კადრები და ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია, თუ რა მდგომარეობა იყო, სრული კატასტროფა ხდებოდა. დღეს ეს სივრცე არის განახლებული და რეაბილიტირებული. ორი დიდი დარბაზია - სატრენაჟორო დარბაზი და საჭიდაო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. აქვე, მომავალ წელს ვგეგმავთ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების პროექტის განხორციელებას, გვერდით იგეგმება საბავშვო ბაღის მშენებლობაც. ეს იქნება ძალიან დიდი, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით. დაახლოებით 500 მოზარდის მიღება შეგვეძლება მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდ ლილოში, ვარკეთილის დასახლებაში არსებული შენობის რეკონსტრუქციის და რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 906 179 ლარს შეადგენს. ჭიდაობის დარბაზი თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დაათვალიერა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)