01:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 14:17:14, 905 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ იმართება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ იმართება.

საერთაშორისო სემინარს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება თავდაცვის უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე გაამახვილა.

საერთაშორისო სემინარის მიზანია მოამზადოს ტრენერები, რომლებიც სასწავლო კურსებს შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, განსაკუთრებით, გადასროლისწინა სწავლების დროს ჩაუტარებენ. მსმენელები გენდერის საკითხებში ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების მეთოდოლოგიას შეისწავლიან. კურსის მთავარი თემებია: სამშვიდობო ოპერაციებში გენდერის საკითხები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივა, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინება.

კურსი შვედეთის სამეფოსთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ტარდება და მას „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრი“ ახორციელებს. სწავლება რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთისა და დანიის 14 წარმომადგენელი მონაწილეობს. თავდაცვის უწყებიდან სწავლებაში ის თანამშრომლები არიან ჩართულნი, რომლებიც სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics