|
2020-10-06 16:31:50, 649 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“ ქარხნის წარმადობა გაზარდა
„ხვანჭკარის ღვინის მარანი“ ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ღვინის ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს. მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია გამოიგონა, მან არასრული დუღილის შედეგად ნახევრად ტკბილი ღვინო მიიღო. 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე დიმიტრი ყიფიანის ღვინომ ოქროს გრანპრიც კი მოიპოვა. სწორედ მისი მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელიც 2010 წლიდან ჭანტურიების ოჯახმა შეიძინა. “ჩვენ ვცდილობთ, რომ არც ძველი იერსახე დავკარგოთ და პარალელურად, მაღალი სტანდარტით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ ღვინო. ამჟამად, 12 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, რომლებიც ექსკლუზიური დიზაინით შექმნილ ბოთლში ისხმება,“ - ამბობს „ხვანჭკარის ღვინის მარნის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია. ახლახანს კომპანიამ თიბისის მხარდაჭერით ქარხანა გადაიარაღა და იტალიური მანქანა-დანადგარები შეიძინა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარნის წარმადობას. 2019 წელს „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“ 70 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა, მომავალ წელს კი, ამ რაოდენობის 200 ათასამდე გაზრდას ვარაუდობენ. ღვინის 70 % რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, დანარჩენი კი, ექსპორტზე ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში გადის.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)