11:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 13:11:04, 374 ნახვა

პოლიტიკა
ახალაია უგულავას გათავისუფლებაზე: ეს ფაქტი ხელისუფლების დასასრულის მკაფიო დასაწყისია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას გათავისუფლებას ულოცავს.

ახალაია განცხადება მისი Facebook-ის გვედზე გამოქვეყნდა.

„ვულოცავ გიგის - უკანონო პოლიტპატიმარს განთავისუფლებას! ვუსურვებ წარმატებებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ გიგი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში. მანამდე კი მთავარია ამ უნამუსო ხელისუფლებამ ისევ უკანონოდ და უსამართლოდ არ დაიჭიროს და ისევ არ დაატყვევოს.

მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ეს ფაქტი უკვე სწორედ რომ მათი დასასრულის მკაფიო დასაწყისია“, - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

ცნობისთვის, გიგი უგულავა გუშინ გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც  ლილი მსხილაძემ ხელმძღვანელობდა.

სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics