|
2020-10-03 10:13:29, 530 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: USAID ერთად, თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს მოიცავს. „ჩვენ, USAID ერთად, რამდენიმე წელია ვახორციელებთ თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გახსნილი თხილის საშრობი ძალიან მნიშვნელოვანია თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას გავაგრძელებთ მომავალ წელსაც, რათა ფერმერებმა შეძლონ თავიანთი მოსავლის სწორად დაბინავება, გაშრობა, მაღალი ხარისხის პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავლი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ახალი საწარმო რიგით მეექვსეა, რომელიც USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმო, რომელიც რეგიონის 200-ზე მეტ ფერმერს მოემსახურება, გაზრდის ფერმერების შემოსავალს, გააუმჯობესებს მათი ოჯახების კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები და USAID ამაყია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ პროექტს”, - განაცხადა კელი დეგნანმა. საწარმოში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 275,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, 277,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 50,000 აშშ დოლარი USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში გაცემული გრანტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში წლიურად 1,000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი. შეიქმნა 16 ახალი სამუშაო ადგილი; საწარმოს მომსახურებით 200 ფერმერზე მეტი ისარგებლებს. ახალი საწარმოს გახსნას, ლევან დავითაშვილთან და კელი დეგნანთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)