|
2020-09-30 11:44:19, 500 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს
თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საბაგიროს აღდგენა ამ დრომდე გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს პრობლემები აღმოფხვრილია. კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან განსახლების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. „ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. აღნიშნული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. როდესაც მერიაში ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით, ამ საკითხზე მუშაობა პირველი დღიდან დავიწყეთ. პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად შევუდექით პროექტის განხორციელებას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. შემიძლია თამადად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის პროექტის განხორციელებისთვის შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო უშუალოდ აღდგენას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. „პროექტი უკვე მზად გვაქვს. გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ შევარჩიოთ მშენებელი კომპანია, ვინც უშუალოდ პროექტს განახორციელებს. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)