|
2015-09-17 14:23:53, 1010 ნახვა
სამხედრო
ქართველმა ლეიტენანტმა ბრიტანეთის სამხედრო ადაკემიის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა
ქართველმა სამხედრომ, ლეიტენანტმა ლევან კოდუამ ბრიტანეთის სენდჰარსთის სამეფო სამხედრო აკადემიის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა და ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები დაიმსახურა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულ მსოფლიო დონის თავდაცვის აკადემიის წარმატებულ ქართველ კურსანტს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში გამგზავრებამდე უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ლევან კოდუას მიღწევებს გაეცნენ. „ლეიტენანტი გამოვყავით იმიტომ, რომ მან თავის თანაკურსელებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, ისწავლა ერთი წლის განმავლობაში და ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, საუკეთესო შედეგით დაბრუნდა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, უნდა წავახალისოთ ასეთი ახალგაზრდები. უნდა იცოდნენ, რომ როგორც სამოქალაქო უწყება, ასევე გენერალური შტაბი მათ გვერდში იდგება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი კარიერა კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ქართველი ჯარის მომავალი, სწორედ, ასეთ წარმატებულ ახალგაზრდებზე არის და უნდა იყოს დაფუძნებული“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „სასწავლებელი არის ძალიან პრესტიჟული. უდიდესი ტრადიციების მქონე. ბევრ სამხედრო მოღვაწეს აქვს დამთავრებული. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელში ასეთ დახასიათებას აძლევენ ქართველ სტუდენტს. ეს არის ზუსტად ოფიცერთა ის ახალი თაობა, რომელმაც უნდა აიღოს ქართული ჯარის მშენებლობის სადავეები თავის ხელში. ესენი არიან მომზადებული, უცხოეთში და არა მხოლოდ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველი ოფიცრები, რომლებმაც საფუძველი უნდა ჩაუყარონ ახალი თაობის სამხედრო ინტელიგენციას“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. სენდჰარსთის სამეფო სამხედრო აკადემიაში აღნიშნულ კურსი 188 მონაწილემ დაამთავრა. ლევან კოდუამ, აკადემიური განათლების მიხედვით, მაქსიმალური ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიმსახურა. ჯილდოსთან ერთად ქართველ სტუდენტს ქუვეითის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის სახელობის ხმალი გადაეცა. ლევან კოდუამ ოფიცრის კარიერა მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულში დაიწყო, რომელიც ნატოს ოპერატიული თავსებადობის და შეფასების პროგრამაში არის ჩართული. ბრიტანეთში სასწავლებლად წასვლამდე მონაწილეობდა როგორც ასეულის პირველი დონის შეფასების პროგრამაში, ასევე მრავალეროვნულ სწავლებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, სადაც თავი გამოავლინა, როგორც დისციპლინიანმა და ინიციატივიანმა ოფიცერმა. ამჟამად ლეიტენანტი სამხედრო სამსახურს ორხევში, მე-12 ბატალიონში განაგრძობს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)