19:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 16:23:19, 647 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანის გვერდით როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებებისას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და აზერბაიჯანის გვერდით დგას.

მისივე განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით აზერბაიჯანის გვერდით, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ სოლიდარობას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქეთში, აზერბაიჯანის საელჩოს დატოვების შემდეგ.

მანვე დასძინა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი არ არის ერთი და იგივე, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებულია სომხეთის მიერ, რაც მიუღებელია.

"აზერბაიჯანი და სომხეთი - ეს არ არის ერთი და იგივე. ჩვენ ყველაე ერთად მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანს ადარებენ სომხეთს, რომელმაც ოკუპაცია გაუეთა მის ტერიტორიებს. ეს მიუღებელია", - დასძინა მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics