|
2020-09-29 11:13:30, 593 ნახვა
ეკონომიკა
„ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება
გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება. მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს, დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო. კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან გეგმავს. „აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას - დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით. ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ, თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამ პროცესში,“ - ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი. „ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი. კომპანიამ წელს თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)