03:56 - 13 Aug, 2026
|
2015-09-17 13:16:21, 751 ნახვა
სამართალი
„იმედის“ საქმეზე მიმდინარე პროცესს გიგი უგულავა ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ადვოკატებმა გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატის თქმით, უგულავა უკანონო პატიმარია და სასამართლომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების საფუძველზე ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს. ადვოკატების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა,რომ უგულავა უკანონო პატიმარია და მისი გათავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა მომხდარიყო. დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიგი უგულავა ესწრება. სხდომაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და უგულავას ოჯახის წევრები.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)