06:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 13:33:06, 749 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი 86 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.

მღებრივშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. გარემოებიდან გამომდინარე იგი ექვემდებარება კარანტინის გავლას. კარანტინის შემდეგ მეტი კომუნიკაცია გვექნება და მეტ ინფორმაციას შევიტყობთ. ძალადობის ვიზუალური ნიშნები მას არ აღენიშნება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ რომ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტი მას ღამურებზე უკანონო ნადირობას ედავებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა მღებრიშვილი გაასამართლა და 3 თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics