10:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 17:51:29, 558 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილმა და პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მათ თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურება იყო. პრეზიდენტებმა უკრაინაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, პირადადაც შეხვდებიან ერთმანეთს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics