|
2020-09-24 17:06:52, 821 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრების საქმიანობა შეიზღუდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა პრობლემების წინაშე დააყენა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე. „ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ჯგუფია ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები. ჩვენ მათთან გასულ კვირას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შედეგად, აეწყო ინფორმაციის გაცვლის პროცესი. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა უკვე კონკრეტული საკითხების განსახილველად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე საბანკო სექტორთან, ბანკების ასოციაციის დახმარებით, რადგან ბიზნესის პრობლემების ძირითადი ნაწილი აქაც საბანკო ვალდებულებებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)