|
2015-01-28 19:49:36, 2721 ნახვა
ეკონომიკა
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2015“-ის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით და 73.0 ქულა შეადგინა. საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის კვლავ 22-ე პოზიციაზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. 2014 წელს, საქართველო 22-ე ადგილს იკავებდა 72.6 ქულით. 2015 წლის შეფასებით, საქართველო, ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის 1 ადგილით დაწინაურდა და მე-11 ადგილს იკავებს. საქართველოს რეიტინგი ინდექსის 10-დან 7 კომპონენტშია გაუმჯობესებული, ხოლო 4 კომპონენტში გაუმჯობესდა როგორც სარეიტინგო ქულა, ასევე პოზიციები. საქართველოს ქულები (ისევე როგორც რეიტინგი) გაუმჯობესებულია შემდეგ 4 კომპონენტში: კორუფციისგან თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება. კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მხოლოდ 1 კომპონენტში - შრომის თავისუფლება 11.3 ქულით შემცირდა და მე-5-დან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა (79.9 ქულა). Heritage Foundation-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქულები უცვლელი დარჩა, საქართველოს რეიტინგი 2 კომპონენტში - ვაჭრობის თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება - გაუმჯობესდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 2.6-ით გაუმჯობესდა, ხოლო ინდექსის 5 კომპონენტში - კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯების კონტროლი, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება და საინვესტიციო თავისუფლება საქართველოს მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)