|
2020-09-23 16:06:33, 617 ნახვა
საზოგადოება
1 ოქტომბრიდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილება შევიდა. ცვლილება, პანდემიის დროს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. შესაბამისად, დანიშნული საჯარო განხილვები, რომელთა ჩატარების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დაგეგმილია 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო და ის არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე. კოდექსი გარემოს მნიშვნელოვანი ზემოქმედებისგან დაცვასთან ერთად, მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერ გათვალისწინებას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. შესაბამისად, გარემოსდაცვით შეფასებაში დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მისი ინტერესების გათვალისწინება პროცესის სამართლიანი წარმართვის აუცილებელი კომპონენტია. ინფორმაცია დაგეგმილი ონლაინ განხილვების შესახებ განთავსდება https://mepa.gov.ge და https://www.facebook.com/eiecgovge
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)