|
2020-09-23 14:58:58, 584 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „სკა ჯუს ბარი“ გაფართოვდება
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის მეშვეობით, ქართული კომპანია „სკა ჯუს ბარი" დამატებით ორი ობიექტის გახსნას შეძლებს. კომპანიის მიერ გაფართოების მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. ქართული ჯუს ბარი საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და უკვე ორ ლოკაციაზე - ალ. ყაზბეგის 15-სა და ოთ. თაქთაქიშვილის 7 ნომერში ოპერირებს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, „სკა ჯუს ბარის" მესამე ფილიალი ფალიაშვილის #13-ში გაიხსნება. ნოემბრის ბოლოს კი ჯანსაღი კვების მოყვარულები მარჯანიშვილის #8-შიც შეძლებენ კომპანიის პროდუქციის დაგემოვნებას. „სკას მთავარი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში დავამყაროთ ჯანსაღი, სწრაფი კვების კულტურა და გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწრაფი კვება აუცილებლად უნდა იყოს არაჯანსაღი," - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ტალახაძე. მისი განცხადებით, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის. ამ ეტაპზე „სკა ჯუს ბარში" 40-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო გაფართოების შემდეგ, ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)