|
2020-09-22 10:32:29, 593 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„ლიბერთის“ ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. „ „ლიბერთისთვის“ ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების, პედაგოგებისა და განათლების ხელშეწყობა. „ლიბერთი“ უკვე მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენი ბრენდისთვის. დღესაც, მათ გვერდით ვართ და გვინდა ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, პედაგოგებს, სამომხმარებლო სესხებზე ვთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგებისთვის ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები, ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამ აქციის პირობებში კი, საშუალება ეძლევათ 3 თვემდე ვადით განთავისუფლდნენ ყოველთვიური გადასახადებისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან“, - განაცხადა საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა გიორგი მაკარიძემ. „ლიბერთი“ უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ „ლიბერთის“ ნებისმიერ სერვის ცენტრს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)