|
2020-09-18 17:15:16, 3921 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები დისტანციურად მუშაობდნენ და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს", - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)