|
2020-09-18 15:42:29, 672 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, კოვიდის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა
„ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, რომელშიც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს" მოთხოვნით მონაწილეობს. ნათია თურნავას ინფორმაციით, სულ მალე, გაფართოების სამუშაოების შედეგად ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება. „შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გადაყვანის რეკორდული მაჩვენებლები და ზრდა იყო, მათ შორის 50%-იანი ზრდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში ჩვენმა აეროპორტებმა გაატარეს 5,2 მლნ მგზავრი, როდესაც 2012 წლამდე ეს რიცხვი 1,4 მლნ იყო. ეს მაჩვენებლები არის თავისთავად იმისი ანარეკლი, თუ რა პოლიტიკას ატარებდა თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელსაც მე 2006 წლის ნოემბერში სრულიად სამართლიანად გავეყარე და შეგახსენებთ, რომ ეს ნამდვილად ის პერიოდია, როდესაც ბიზნესის რეკეტი დაიწყო. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ციფრები არის ასევე იმის მაჩვენებელი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ „ღია ცის" თვალსაზრისით და ეს ის მონაპოვარია, რომელსაც არ დავთმობთ", - მიმართა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)