22:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 17:31:29, 808 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე “Mercy Corps”-ის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “Mercy Corps”-ის  „მცირე  კავკასიის ალიანსების პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი Mercy Corps-ის მიერ აჭარაში განხორციელებული პროექტების გაცნობა იყო.

ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად  ამ ეტაპზე ანხორციელებს ახალ პროექტს - „მცირე  კავკასიის ალიანსების პროგრამა“. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში მეცხოველეობის სექტორის მდგრად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობასა და ხორცის, რძისა და თაფლის პროდუქტების საწარმოოს განვითრებას და გაძლიერებას. პროგრამის განხორციელება 2014 წლის 1 მარტს დაიწყო და 2019 წლის 28 თებერვალს დასრულდება.

პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ 181 ათასი შვეიცარიული ფრანკია და მას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჰელენ ბრადბერი - „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი სადუნიშვილი - „მცირე კავკასიის ალიანსების ქვემო ქართლის პროგრამის“ მენეჯერი, ლელა ფუტკარაძე - „მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის“ მენეჯერი, მერაბ აბაშიძე - აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის  თავმჯდომარე, კახა შაშიკაძე - მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics