10:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 16:55:48, 462 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გერმანიის ელჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მისწრაფებებზე. ასევე,  საუბარი შეეხო ნატო-ს მინისტერიალისთვის და ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და  იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით გააჩნია.
"ჩვენთვის გერმანია არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. შეხვედრის დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს იმ მისწრაფებებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე გერმანიის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ გერმანულ მხარეს სისტემატურად გავაცნობთ იმ პროგრესს, რომელიც გაგვაჩნია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ასევე მზადებას, რომელიც ჩვენს დღის წესრიგშია როგორც ნატო-ს მინისტერიალისთვის, ასევე ვარშავის სამიტისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ევროპული მხარის მუდმივი ყურადღების მიქცევა და მხარდაჭერა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე, რაც უკავშირდება საზოგადოებისთვის იმ სარგებლის გაცნობას, რაც  ჩვენს ევროპულ გზას მოაქვს",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics