|
2020-09-17 12:29:21, 563 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მთავრობის მიერ მიღებული დროული ზომების წყალობით, საქართველოზე მოთხოვნა, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის თვალსაზრისითაც, კვლავ იზრდება
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ტურიზმის სექტორის მიმზიდველობის შენარჩუნებისთვისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გლობალური კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ მიღებული დროული უსაფრთხოების ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. „ჩვენ დაუყონებლივ განვაახლეთ სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში", რომელიც თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სასტუმროს განვითარების სესხებსა და ფრენჩაიზის საფასურის გადახდაზე. განახლება აუცილებელი იყო, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 129 სასტუმრო, შეიქმნა 3300 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მთლიანმა ინვესტიციამ 130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საგულისხმოა, რომ 2020 წელს, ამ შეზღუდულ პირობებშიც კი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 10 ახალი სასტუმროს საინვესტიციო პროექტს" - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ასევე არიან საერთაშორისო ინვესტორები, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში განაგრძეს განვითარების პროექტები და ამრიგად, კოვიდის შემდგომ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ახალი სასტუმროებით გეგმავენ. „ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკის გაღრმავებისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ შემოვიღეთ სხვადასხვა ინიციატივები - მაგალითად, ძალიან წარმატებული პროექტის "დისტანციურად საქართველოდან" ფარგლებში - ვიწვევთ ე.წ. „ფრილანსერებსა" და თვითდასაქმებულებს, რომ ჩამოვიდნენ ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს არის ეკონომიკის სტიმულირებისა კიდევ ერთი საშუალება და, ასევე, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა უსაფრთხოების მკაცრი ნორმებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლების შესაბამისად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)