|
2020-09-17 11:35:52, 5956 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში ინფიცირებულთა რიცხვის კლების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს, არ არსებობს დამშვიდების საფუძველი. როგორც მან აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეპიდემიოლოგებს ესაჭიროებათ სულ მცირე, 7 დღიანი კლების ციკლი, რის შემდეგაც ისაუბრებენ გავრცელებაზე. „აღსანიშნავია, რომ იკვეთება რიცხვებში კლება, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, ვინაიდან ეპიდემიოლოგებს ესაჭიროებათ სულ მცირე 7 დღიანი კლების ციკლი, რაც შემდეგ მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაუბროთ გავრცელებაზე. დღესდღეობით აჭარაში 126 ინფიცირებული ფიქსირდება, სიტუაცია კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები მუშაობენ მიკვლევადობაზე. ლაბორატორიული ქსელი ასევე აწარმოებს საქმიანობას და დღის ბოლოს გვექნება უფრო მკვეთრი სურათი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 126-ის წყარო აჭარას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)