|
2020-09-17 10:18:59, 597 ნახვა
საზოგადოება
IRI - გამოკითხულთა 64%-სთვის კორონავირუსის პანდემიის დროს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64%-ისთვის კორონავირუსის პანდემიის დროს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნული 64%-დან 25% თვლის, რომ მდგომარეობა „ძალიან გაუარესდა“, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ „მეტნაკლებად გაუარესდა“. „გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მთავრობის მეორე მიღწევა ჯანდაცვის რეფორმაა. რაც შეეხება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, კვლევამ კვლავ აჩვენა, რომ უმუშევრობა სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. გამოკითხულთა 25%-მა პროცენტმა სწორედ უმუშევრობა დაასახელა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად. რესპონდენტების 31%-მა განაცხადა, რომ უმუშევრობა მათი ოჯახისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს, გამოკითხულთა 64%-მა უპასუხა, რომ სიტუაცია გაუარესდა (მათ შორის 25% თვლის რომ „ძალიან გაუარესდა“, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ „მეტნაკლებად გაუარესდა“, - ვკითხულობთ კვლევაში. ცნობისთვის, მეთოდოლოგია კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 - 21 აგვისტოს პერიოდში. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)