03:02 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 10:14:37, 579 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი „State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა

თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში,  ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა. ფორუმი ორგანიზებული იყო აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.

ფორუმმა თავი მოუყარა IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს,  „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.

COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი გაიმართა უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ისაუბრა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შეუერთდა. ღონისძიების პირდაპირმა ეთერმა საშუალება მისცა თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ედევნებინა თვალი ფორუმის მსვლელობას.

ფორუმის მთავარი მომხსენებელი იყო პროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი.

StrategEast State and IT Eurasian Forum - ის  პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იყო შემდეგი თემები:

  • შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი;
  • საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია;
  • ციფრული მდგრადობა;  
  • ტექნოლოგიური განათლება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება;
  • ხელოვნური ინტელექტი;
  • IT ინდუსტრია საქართველოში;
  • სტარტაპები;
  • ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი;
  • გლობალური განვითარების სააგენტოების როლი IT ინდუსტრიაში.

წელს ფორუმის წამყვან თემად შეირჩა "ტექნოლოგია, როგორც წამალი" - ფორუმის მონაწილეებმა IT ინდუსტრია განიხილეს, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics