|
2020-09-16 12:10:52, 817 ნახვა
საზოგადოება
„მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისში ველომსვლელობა გაიმართება
თბილისი ევროპის სხვა დედაქალაქების მსგავსად, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში ველომსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. „2002 წლიდან, ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს. ჩვენც გვინდა, შევუერთდეთ ამ კვირეულს და კვირის ბოლოს, ქალაქში ველოსიპედებით გასეირნებას მოვაწყობთ. ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ. ზუსტ დროს და ადგილს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, ეკომეგობრული ტრანსპორტი. დღეს 650 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება ქალაქში და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც არსებული რელიეფიდან გამომდინარე, პრობლემას წარმოადგენს. კერძო ავტომობილების ზრდა განპირობებული იყო იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი მიდგომაა, არსებული მდგომარეობა რადიკალურად შევცვალოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და მდგრადი საქალაქო მობილობის შექმნას სწორედ ის რეფორმები ემსახურება, რომელიც თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს. „იცით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება. დაწყებული გვაქვს ავტობუსების განახლების პროცესი. პარალელურად, მიმდინარეობს ქუჩების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, ავტობუსებისთვის ჩნდება სპეციალური ზოლები, დერეფნები, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად და მარტივად შეძლოს ქალაქში გადაადგილება. ავტობუსით მგზავრობა იყოს ყველაზე კომფორტული. იცით, რომ მეტროში უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთელი რიგი სამუშაოები გვაქვს დაწყებული. ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომლის დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა. ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში გადაადგილება მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ყველა სახის ტრანსპორტს - ავტობუსს, კერძო ავტომობილს, ველოსიპედს, ელექტროსკუტერს, ასევე ფეხით მოსიარულეს, უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების და მომავალი თაობების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამ რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)