10:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 13:39:23, 515 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე SIDA-ს თავმჯდომარეს ევა გიბსონ სმედბერგს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) თავმჯდომარესთან ევა გიბსონ სმედბერგთან. 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა SIDA-ს დახმარების ფარგლებში მიმდინარე აქტივობები მიმოიხილეს. 

საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ახლადშექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებასა და სამომავლო ხელშეწყობის პერსპექტივაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics