|
2020-09-15 10:20:11, 1002 ნახვა
ეკონომიკა
„ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე“ – Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო
Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. კამპანიის ფარგლებში ვოლვომ XC90-თან დაკავშირებული ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც ხაზს XC90-ის უსაფრთხოების სისტემას უსვამს. ზოგჯერ საუკეთესო მშობელსაც შეიძლება გაეფანტოს ყურადღება, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად XC90 აღჭურვილია სპეციალური გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემით. ვიდეო ასახავს წყვილის ცხოვრებას, რომელთაც უჭირთ ორი აქტიური პატარა ბავშვის აღზრდასა და ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. ჩვენ ვხედავთ მათ მაღაზიაში საყიდლებზე, სახლში თუ როგორ ფუთავენ ბასრ კუთხეებს, კეტავენ კიბეებს და დასდევენ შვილებს. ვიდეო რგოლის ბოლოს კი პარკინგიდან გასვლისას, ვოლვოს გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემა მათ ავტოსაგზაო შემთხვევას აარიდებს, რა დროსაც ვხედავთ მესიჯს - „ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”. „ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად საუკეთესო ავტომობილია ოჯახებისთვის XC90. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული და გამოწვევებით სავსეა იყო მშობელი. ვოლვოს ავტომობილი კი იმისთვის არის, რომ მათ გვერდში დაუდგეს. უსაფრთხოების ელემენტები ჩვენს ავტომობილებში დაგიცვათ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს“, - აცხადებს ლუიზ ალსტრომი, ვოლვო ქარსის ბრენდის პროექტ მენეჯერი. ვიდეორგოლში მამის როლს ცნობილი შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს. იგი ცნობილია როლებით სერიალებიდან: ჩერნობილი, ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) და ვარსკვლავური ომები (Star Wars).
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)