|
2020-09-14 16:47:33, 1289 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - შეგვიძლია, არსებულ ვითარებას მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების და ბიზნესის დახურვის გარეშე გავუმკლავდეთ
„მთავრობა იმდენად მომზადებულია, რომ შეგვიძლია, არსებულ ვითარებას და ეპიდემიას სრულად გავუმკლავდეთ, მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების გარეშე, ბიზნესების დახურვის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, უკვე გადავედით ადაპტირების ეტაპზე, რომ, მიუხედავად პანდემიისა, გაგრძელდეს ჩვეულებრივი, მეტნაკლებად ნორმალური ცხოვრების რეჟიმი, კომპანიები არ გაჩერდნენ, ბიზნესმა შექმნას დოვლათი და საჯარო სტრუქტურებმა იმუშაონ შეფერხების გარეშე. „ამ ადაპტირების პროცესში ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ვირუსის წერტილოვან ლოკალიზაციაზე და გვაქვს უკვე ისეთი შემთხვევები, როდესაც, ამა თუ იმ ორგანიზაციის თანამშრომლებს გამოუვლინდა ვირუსი, მაგრამ ამან არ შეაფერხა მათი მუშაობა, რადგან ძალიან დროულად, ყველა პროტოკოლის დაცვით მოხდა შემთხვევების გამოვლენა, უახლოესი კონტაქტების ლოკალიზება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)