|
2015-09-15 10:12:48, 679 ნახვა
სამართალი
შსს-მ დევნილთა მიმართ თაღლითობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნილთა მიმართ თაღლითობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული მაია ტ. და 1969 წელს დაბადებული ლალი კ. დააკავეს, ხოლო 1968 წელს დაბადებული მანანა მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, ვითომდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შესაბამისი ქულების მომატების სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი პირებისგან თანხების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის ბინის მიღებისთვის საჭირო ქულების მომატება. დაკავებულებმა, ბინის მიღების კანდიდატთა სიაში ჩასმის სანაცვლოდ, დევნილ ქალბატონს 6 000 აშშ დოლარი გამოართვეს, რის შედეგადაც დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ლალი კ-ს პირადი ჩხრეკისას 1000 აშშ დოლარი, მანანა მ-ს პირადი ჩხრეკისას 6000 აშშ დოლარი, ხოლო მაია ტ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 3000 აშშ დოლარი ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)