|
2020-09-13 15:53:30, 18549 ნახვა
ომი უკრაინაში
პენიტენციური სამსახური ლაითურის მშენებლობაზე დასაქმებული პირისთვის კოვიდ19-ის დადასტურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირისთვის კოვიდ ვირუსის დადასტურებასთან დაკავშირებით გამცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ვირუსი დაუდასტურდა იმ სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზეა დასაქმებული (ელექტრომონტიორი). თუმცა, ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი (პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.)“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)