02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 18:09:45, 2868 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კობში წყლის საწარმო „აქვა გეო" დაათვალიერეს, სადაც 50 ადამიანია დასაქმებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კობის წყლის საწარმო „აქვა გეო" დაათვალიერეს.

კომპანია „აქვა გეო" მინერალურ წყალს აწარმოებს. მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით ხასიათდება და ყველა სასარგებლო მინერალს შეიცავს.

ხელისუფლების წარმომადგენლებს, საწარმოს დირექტორმა ლევან წეროძემ „აქვა გეოს" მუშაობის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც ახორციელებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა  „კობის" მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოსთან მდებარეობს. საწარმოსთვის, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 3,5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას 27 300 კვმ მიწა გადაეცა. საბოლოო ჯამში, კომპანიამ პროექტში 24 მლნ-ზე მეტი ლარის ინვესტირება განახორციელა და  50 თანამშრომელი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics