|
2020-09-08 14:14:43, 15598 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრის ძმას კორონავირუსი განმეორებითი ტესტირებისას დაუდგინდა. „რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომლის ძმაც არის ინფიცირებული, მას არანაირი შეხება არ ჰქონია მინისტრს მისი სამსახურეობრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. მინისტრის ძმა თავდაპირველად კვლევაში იყო და უარყოფითი დაფიქსირდა და განმეორებითი კვლევით კი დაუდასტურდა და ისიც არის სტაციონარში. ინფიცირებულ პედაგოგთან დაკავშირებით კი, სწავლის პროცესი არ არის დაწყებული, თუმცა მას კოლეგებთან შეხება ჰქონდა და ტესტირება მოხდა თანამშრომლების. გუშინ საკეისრო კვეთა გაუკეთდა ინფიცირებულ ქალს - დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს. აჭარაში, სტაციონარში მძიმე პაციენტი არ არის. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელიც არის ინფიცირებული. კარვებსა და პოლიკლინიკებიდან ლაბორატორიაში 1000 ტესტია შესული გამოსაკვლევად“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)