13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 11:08:51, 16536 ნახვა

ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 4 პირის ინფიცირების წყარო კი, უცნობია

კოვიდ19-ის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 4 პირის ინფიცირების წყარო კი, უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამი ინფიცირებული რუსთავის „ავერსის“ კლინიკას მიეკუთვნება, ორი შემოტანილია, სამი დაავადებულ პირთან კონტაქტია, 4 აჭარის კლასტერიდანაა.

„დაგვემატა 28 დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გვყავს 1596 დადასტურებული შემთხვევა. 28 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 12 არის „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ამ კლასტერში არის 36 შემთხვევა. სამი გახლავთ დაავადებულ პირთან კონტაქტი. სამი არის რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი. ორი არის შემოტანილი, აქედან ერთი სატვირთოს მძღოლია. 4 პირს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და 4-ის წყაროს მოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics