|
2020-09-03 17:35:41, 3485 ნახვა
ეკონომიკა
შოთა გულბანი - ინფლაციის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, აგვისტოში თვიური ინფლაცია -0,02% დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედეგს იმკის. „შედეგი გამოხატულია იმ გარემოებაში, რომ ინფლაციის დონე სებ-ის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უახლოვდება. ვინაიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, პროდუქტებზე ფასების ზრდა მტკივნეულად მოქმედებს, სებ-ის პოლიტიკა, რომ დაიჭიროს ინფლაცია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, შეიძლება გამართლებულად მივიჩნიოთ“, - განაცხადა შოთა გულბანმა. ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ფასების ზრდის ნაწილში ყურადღებას იპყრობს, არის თავად ეკონომიკური აგენტების, მოვაჭრეების ქცევა კრიზისულ პერიოდში, რომელიც ხშირად ეკონომიკურ ლოგიკას არ შეესაბამება. „მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, იმ დროს როცა ხალხს ნაკლები ფული აქვს დასახარჯად და არც ტურისტები შემოდიან ქვეყანაში, მოვაჭრეები, იმ იმედით, რომ მოგება გაზარდონ ან შეინარჩუნონ, პროდუქტებზე ფასებს, შემცირების ნაცვლად, ზრდიან, რაც არასწორი სტრატეგიაა. არადა მარტივი ლოგიკაა, კრიზისულ პერიოდში გადამხდელუნარიანობა, როგორც წესი, კლებულობს, რა დროსაც გასაყიდი პროდუქტები უფრო ხელმისაწავდომ ფასად უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, შედარებით ნაკლებ მარჟაზე ვიმუშაოთ და გაყიდვებსაც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა შოთა გულბანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)