|
2020-09-02 21:19:05, 3427 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი - მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი
“მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი” , - ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2021-2027 წლების სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში სასურსათო უზრუნველყოფის ზრდა გათვალისწინებულია ყველა, მათ შორის, მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით. გასულ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა სიმინდის წარმოების თვალსაზრისით, მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობები გაზრდილია. ამასთანავე, შემუშავებულია პროგრამა, რომელიც ზოგადად მარცვლეული კულტურის განვითარებას ემსახურება. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ეხება სათესლე და სარგავი მასალების გაუმჯობესებას, კატალოგის შემოღებას, ჯიშებზე მეცნიერულ დაკვირვებას და ა.შ. უკვე არსებობს კატალოგი, რომელშიც შეყვანილია ის მაღალპროდუქტიული ჯიშები, რომელიც ქართულ რეალობაში იძლევა უკეთეს შედეგებს. დღეს ბევრი სახელმწიფო პროექტი მუშაობს, რომელიც მარცვლეული კულტურის მწარმოებლებს ეხმარება. გვინდა, ეს პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. წლევანდელი წლის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, საშუალო სტატისტიკურზე მაღალია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფრანგულ, ავსტრიულ კომპანიებთან და ვფიქრობ რომ დიდი წარმატებები გვექნება. ასევე ვმუშაობთ ქერის და სიმინდის მიმართულებითაც“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)