|
2020-09-02 18:09:28, 3161 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - მოვუწოდებ მათ, ვინც აჭარიდან ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომისას დარეკონ ცხელ ხაზზე
მოვუწოდებ მათ, ვინც აჭარიდან ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებსმიერი სიმპტომისას დარეკონ ცხელ ხაზზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, ამიტომ მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. „იცით, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევა ბათუმშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვთხოვო ჩვენ მოსახლეობას, ისეთივე პასუხისმგებლობით დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ ნიღაბი, როგორც ეს მთელი წლის განმავლობაში გამოიჩინეს. ბათუმისა და აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით თავიანთ შვებულებას იქ ატარებენ და ისვენებენ, მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს გაშლილი კარვები და ამბულატორიები, სადაც არის საშუალება ტესტირების ჩატარების, რომ შევძლოთ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს და ვმართოთ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ქვეყანაში. მათ, ვინც ბრუნდება აჭარიდან საცხოვრებელ სახლებში, მინდა მოვუწოდო, რომ მიმართონ თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე, 112-ში, სადაც ისინი გადამისამართდებიან იმ ოჯახის ექიმებთან და იმ ამბოლუტორიებში, რომლებიც მართავენ კოვიდ სიტუაციას საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)