|
2020-09-02 16:28:58, 2987 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო
კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა. გრანტი სამინისტრომ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში მიიღო. პროექტის ინიცირების ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. „მოგეხსენებათ, სატყეო რეფორმა 6 წელია მიმდინარეობს. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი. დღეს უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი სატყეო კოდექსი. შესაბამისად, შეიქმნა ახალი საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ ტყე უკეთესად იმართოს, მართვის პროცესში მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი, შევინარჩუნოთ ტყის ეკოსისტემა, რათა გაუმჯობესდეს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობა. ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის მართვის პრინციპების განხორციელებისათვის, ქვეყანას სჭირდება რესურსები. კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ტყის დაცვის გაძლიერებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, შესაბამისად, გერმანიის მთავრობა აქტიურად დაეხმარება საქართველოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. როგორც შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა განაცხდა, შვეიცარია დაეხმარება საქართვლოს განახორციელოს სატყეო რეფორმა, რომელიც უნდა იყოს წარმატებული, ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ საქართველოს მთავრობას დაეხმარება მიაღწიოს ამბიციურ პოლიტიკურ მიზანს, რომ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საშუალებით დაფაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყეების 1.8 მილიონი ჰა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას. 7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი, ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი, იური ნოზაძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მუნიციპალიტეტების და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)