08:43 - 14 Aug, 2026
|
2020-09-02 11:51:07, 3546 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა
„არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არაა“, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბათუმში ამ ეტაპზე მხოლოდ გაფართოებული ტესტირება ჩატარდება. „ახლა არის ბევრი საუბარი, რომ ბათუმში პატარა ეპიდაფეთქება რომ დაფიქსირდა, გაძლიერდება რეგულაცია და ბათუმი ჩაიკეტებაო - არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არაა. ბათუმში ჩვეულებრივ ცხოვრება გაგრძელდება. ერთადერთი რაც არის ბათუმში იქნება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა და 11 საათიდან 5-მა პოლიკლინიკამ დაიწყო ამბულატორიული ტესტირება“, - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)