14:59 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 17:46:37, 2571 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო 450-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 450-მდე  ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, 400-ზე მეტ ბინას თბილისში, 30-მდე ბინას კი ქუთაისში შეისყიდის.

სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

საკონკურსო წინადადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics